Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება


N15/29 – 01
03.01.2019
ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორების (რექტორის ბრძანება N299/01-01, 06.12.2018) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ დანართი N1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე უვადო პროფესორების (რექტორის ბრძანება N299/01-01, 06.12.2018) სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ეთერ გიგაური - კანცელარიის უფროსი, აპარატის უფროსი;
ბ) სოფიო ოდიშარია - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი, აპარატის წევრი;
გ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერი კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, აპარატის წევრი.
2.    დაევალოს საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატს 2019 წლის 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით 9:30-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) საკონკურსო საბუთების მიღება. მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, VI სართული, ოთახი N610.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,   პროფესორი       გიორგი ღაღანიძე